0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. 

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. 

აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში, ქალაქის განვითარების ახალი ეტაპი.

აქსის თაუერსის სტენდთან თავმოყრილ დამთვალიერებლებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი შეუერთდა. მისი განცხადებით,  მსგავსი ტიპის კომპლექსები დედაქალაქს თანამედროვე იერს ანიჭებს, რაც თბილისის ისტორიულ სიძველეებთან ერთად ქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი შეიძლება გახდეს.

აქსის თაუერსის სტენდი ასევე დაათვალიერა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ, რომლის თქმითაც დედაქალაქისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ყველა საჭირო პარამეტრის დაცვით განხორციელებული, რაც შეიძლება მეტი მასშტაბური და თანამედროვე  კომპლექსი შეემატოს.

ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც უკვე არის აქსის თაუერსის ბინადარი, სტენდთან შეკრებილ დამთვალიერებლებთან საუბარში აღნიშნავდა იმ უპირატესობების თაობაზე, რომელთა გამოც მან სწორედ აქსის თაუერსში გადაწყვიტა ბინის შეძენა.

აქსის თაუერსის სტენდის დათვალიერებას რუსთაველის გამზირზე 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების მონაწილეები გვიან საღამომდე შეძლებენ. სტუმრებს მასპინძლობენ  აქსისის დირექტორი თეიმურაზ ჭოხონელიძე და კომპანიის არქიტექტორი ნიკოლოზ კილასონია, რომლებიც მათ პროექტში გამოყენებული ტექნოლოგიური ინოვაციებისა და არქიტექტურული მნიშვნელობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.აქსის თაუერსი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ქალაქის სწორ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. 

ეს არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით. აქსის თაუერსის მშენებლობა დეველოპერული კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით მიმდინარეობს, რომელიც  92 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....