0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნა

„სტარტაპ კვირეული“ თბილისის ტექნოპარკში 22- 26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ. პროექტი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან.

„სტარტაპ კვირეული“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

„სტარტაპ კვირეული“ შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება, ზუგდიდისა და თბილისის ტექნოპარკში .

პროექტი თბილისის შემდეგ უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.startupweek.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....