1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თქვენი მეზობელი ნიკო და ვანო ერთმანეთს თუ შეიყვარებენ, ამით თქვენი შვილი არ ტრავმირდება“ – ნათია აბრამია

საზღვარგარეთ მოღაწე ქართველი ჟურნალისტი ნათია აბრამია სოციალურ ქსელში სრტატუსს აქვეყნებს:

 „იმ კაცებს თანავუგრძნობ, ვისაც უნდათ რომ მათი შვილები არ გაირყვნან, მშვიდი და ლამაზი ბავშვობა შეირგონ, არ დამახინჯდნენ და არ დატრავმირდნენ.

ბედნიერებაა როცა მამა ასე ზრუნავს შვილზე.

ბავშვი მაშინ იღებს ტრავმას, როცა მამა ყვირის, კარებს აბრახუნებს, მაგიდაზე მუშტებს ურტყამს, დედას და ბავშვებს ეუხეშება.

თქვენი მეზობელი ნიკო და ვანო ერთმანეთს თუ შეიყვარებენ ამით თქვენი შვილი არ ტრავმირდება.

თქვენი შვილი ან დაიბადა გეი, ან არა, ამაზე თქვენ კონტროლი არ გაქვთ (თქვენთვის არავის უკითხავს გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, აი ზუსტად მასე არ გეკითხებათ ბუნება როგორი სექსუალური ორიენტაციის იქნება).

თქვენი შვილი ან ისწავლის ბედნირების შეგრძნებას და ან შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, ან დაბოღმილ და არარეალიზებულ ტიპად ჩამოყალიბდება.

აი ეს კი ნამდვილად თქვენზეა დამოკიდებული!

ებრძოლეთ იმას, რაც თქვენს სახლში სიმშვიდეს არღვევს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები