0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკი ბიას მიერ ორგანიზებული მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

15-16 მაისს „ბია“–ს ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი – „საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა“ გაიმართა

 ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვას და მეწარმეებისთვის ფინანსირების იაფი წყაროების გაცნობას.

 „მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი საინვესტიციო ბიზნეს - ფორუმზე წელსაც პარტნიორის სახით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვიძიოთ ახალი პარტნიორები.“ - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

 

ფორუმის ფარგლებში პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცათ მთავრობის და ბიზნესის პირველი პირებისგან გაცნობოდნენ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ენერგეტიკაში, ტურიზმში, უძრავ ქონებაში და სოფლის მეურნეობაში. ადგილობრივ ბიზნესებს კი ჰქონდათ საშუალება მოესმინათ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების, კაპიტალის ბაზრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული და კერძო კაპიტალის ექსპერტებისთვის.

 ფორუმი სიტყვით გახსნეს EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ბიას გენერალურმა დირექტორმა აიეტ კუკავამ. გამომსვლელებს შორის იყვნენ წარმომადგენლები სამთავრობო სექტორიდან: ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარების  და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ასევე, საერთაშორისო კომპანიებიდან: S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets, Omidyar Network, Finance-in-Motion, BlueOrchard Finance, ESPA და სხვა.

 საინვესტიციო ფორუმმა 500-მდე დელეგატს უმასპინძლა, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და ბიზნესმენებს, სამთავრობო პირებს, საელჩოების, სავაჭრო პალატების და ასოციაციების წარმომადგენლებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

 2017 წლის საინვესტიციო ფორუმის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://youtu.be/0sR7MBGRf0Y

 PASHA Bank partners the second Investment Business Forum by BIA

 On May 15th -16th the second annual international investment forum “Georgia – Land of Opportunities” organized by BIA was held at Radisson Blu Iveria Hotel. PASHA Bank was the partner of the event for the second year running.


The forum aimed at positioning Georgia as a financial and business hub of the region by demonstrating the economic and investment potential of the country and introducing available financing opportunities to entrepreneurs.

„We are happy to partner the Investment Business Forum by BIA again this year. PASHA Bank provides corporate and investment banking services to large and medium-sized enterprises in Azerbaijan, Georgia and Turkey. As a regional financial institution we’ve joined this event to share our experience and establish new contacts.” – said Goga Japaridze, CCO, member of the board of directors of PASHA Bank.

 

The potential investors were able to hear about the current and prospective projects in energy, tourism, real estate and agriculture from top government officials and leading businessmen. The speeches were delivered by the experts from international rating organizations, capital markets, venture and private capital firms, international funds and investment banks. 

 Aiet Kukava, CEO of BIA and Bruno Balvanera, Director for Caucasus Moldova and Belarus, EBRD, welcomed the delegates. Among the speakers were Irakli Karseladze, the First Minister of Regional Development and Infrastructure of Georgia, Romeo Mikautadze – the Deputy Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, Nodar Kereselidze, the Deputy Minister of Agriculture. The speeches were delivered by the representatives from well-known international companies S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets, Omidyar Network, Finance-in-Motion, BlueOrchard Finance, ESPA and etc.

 Around 500 delegates participated in the investment forum; among them were government officials, local and foreign investors and businessmen, the representatives of foreign embassies, chambers of commerce and associations from Georgia and Europe, USA and neighboring countries.

 Detailed overview of last year’s investment forum is available at https://youtu.be/0sR7MBGRf0Y.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები