0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება

მხოლოდ 10 დღით, 10 მაისიდან ნებისმიერ მომხმარებელს „თეგეტა“ აძლევს საშუალებას ისარგებლოს 10 უპრეცედენტო შეთავაზებით. „თეგეტას“ სერვის ცენტრებში თქვენ სრულიად უფასოდ შეძლებთ ისარგებლოთ სავალი ნაწილის, აკუმულატორის, ანტიფრიზის, ზეთის დონის და სამუხრუჭე სითხის შემოწმების სერვისით, ამასთანავე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება ელექტრო დიაგნოსტიკაზე, ფრეონისა და გამონაბოლქვის შემოწმებაზე, ხოლო დახარჯული თანხიდან 25%-მდე თანხა დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფიიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ reservation.tegetamotors.ge, ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

 

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპნიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 15 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში : shop.tegetamotors.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....