0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს სურსათის ექსპორტმა ახალ მწვერვალებს მიაღწია

   საქართველოს აგროკულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღითდღე იზრდება სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული საქონლის ექსპორტი ევროპის მაღაზიათა ქსელებში. ევროპის ღვინის და თხილის ფესტივალებზე, საქართველო ერთ-ერთი დომინანტ მწარმოებლად არის მიჩნეული. ეს ყოველივე კი იმით არის გამოწვეული, რომ ეს ორი პროდუქტი საქართველოს ყველაზე ცნობილი საექსპორტო საქაონელია. 

ღვინოსა და თხილთან ერთად, ასევე სხვა  ქართული ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლის ბრენდები საექსპორტო სიის სათავეში არიან.

“ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები და მყინვარები, საწინდარია გარანტირებული პირველი კლასის, როგორც ჩვეულებრივი, ასევე მინერალური წყლის წარმოებისთვის“, -აცხადებს საქართველოს აგროკულტურის სამინისტრო.

2018 წლის პირველ ნახევარში სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ახალი რეკორდული ექსპორტის მოცულობამ 37.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის მოცულობის 22.1 % შეადგინა, რომელიც 2017 წელთან შედარებით უფრო მეტს და რეკორდულ რაოდენობას განსაზღვრავს. 

წარმოგიდგენთ ქართული პროდუქტების ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს : 

● ალკოჰოლური სასმელები - გაიზარდა 112%-ით (ღირებულება $6.3 მილიონი)

●ღვინო - გაიზარდა 62%-ით ( ღირებულება $1.9 მილიონი)

●დამუშავებული თხილი - გაიზარდა 37%-ით ( ღირებულება $0.6 მილიონი)

●მინერალური წყლები - გაიზარდა 21%-ით ( ღირებულება $0.7 მილიონი)

საქართველოს აგროკულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით, 2018 წლის მეორე ნახევრისთვის ეს ტენდენცია გაგრძელდება.წყარო : GeorgiaToday.ge

თარგმნა: ზურა ჩიკვილაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები