0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

4 მაისი, 2018 წელი - კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ზამთრის კურორტ გუდაურში სასტუმროს შეძენის შესახებ აცხადებს. m2-მა მშენებარე სასტუმროს შესყიდვისთვის ჯამურად $7,2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 134 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას „m2 უძრავი ქონების“ სამშენებლო კომპანია „BK Construction“-ი დაასრულებს. არსებული გეგმის მიხედვით სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას მიმდინარე წლის ზამთრის საკურორტო სეზონის დასაწყისში, 2018 წლის დეკემბერში შეძლებს.

სასტუმროების ქსელის განვითარება m2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m2 მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს.

„მოხარული ვარ, რომ m2 ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კურორტ გუდაურშიც იქნება წარმოდგენილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აქაც შესთავაზებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისევე გუდაურისთვისაც“ – აცხადებს კომპანია „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები