1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში დიდი ოპოზიციური გაერთიანება იქმნება?!..

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მამუკა გამყრელიძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"შეხვედრიდან იმდენად კმაყოფილი დავბრუნდი, რომ მოვლენებს ცოტათი უნდა დავასწრო და ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ.მოგეხსენებათ, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების თემა ყველაზე აქტუალური და აქამდე გადაუწყვეტელი საკითხი იყო. მოლაპარაკებები კულუარებში პერმენანტულად მიმდინარეობდა, მაგრამ ყველა საკითხში შეჯერება ვერ ხერხდებოდა.

და აი, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების პირველი, მაგრამ მტკიცე კონტურები გამოიკვეთა. მოხდა შეთანხმება სუბიექტებს შორის ურთიერთობების ძირითად პრინციპებზე. კონსულტაციები ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიდა.

გაერთიანების ძირითადი მიზნები გახლავთ

1. 2020 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების მონაცვლეობის უზრუნველყოფა;

2. ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება;

3. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა და მისი მხარდაჭერა;

ოპოზიცურ გაერთიანებას ექნება ფართო პლატფორმის სახე და მასში გაერთიანებულები იქნებიან პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ქართული საზოგადოების ცნობილი და ავტორიტეტული პერსონები;

P.S. უახლოეს დღეებში კიდევ იქნება სიახლეები. ახლა ამით შემოვიფარგლები "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები