0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა საბანკო სექტორის შესახებ პირველი ონლაინპლატფორმა შექმნა

დღეიდან მომხმარებლები ქართული საბანკო სექტორის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მიღებას ონლაინპლატფორმის - www.bankfacts.ge-ის საშუალებით შეძლებენ.

ვებგვერდი თიბისი ბანკის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია არგუმენტირებული პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაინტერესებულ პირებს საბანკო სექტორთან დაკავშირებით შესაძლოა გაუჩნდეთ.ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და სხვა სანდოდ აღიარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ის მუდმივად განახლდება საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად.

Bankfacts.ge -ზე განთავსებული ინფორმაცია საჯაროა. დაინტერსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ,  გაეცნონ  საქართველოში ბანკების  სესხების, დეპოზიტების, საპროცენტო განაკვეთების, მოზიდული სახსრების დინამიკას და იხილონ შესაბამისი გრაფიკული ვიზუალები.

ახალი ონლაინპლატფორმა საფინანსო და საბანკო სფეროს ექსპერტებისთვის ღიაა.  მათ მუდმივად შეუძლიათ ითანამშრომლონ პლატფორმასთან და სექტორთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე მოამზადონ სხვადასხვა ტიპის ობიექტური მასალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....