0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად  ლეიკემიით დაავადებულ  ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას პალიტრა L”-იც შეუერთდა და მ.იაშვილის სახელობის  ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ  განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.  მკურნალობის ქვეშ მყოფ 30-მდე ბავშვებისათვის  ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ „კოდალა“.  სააღდგომო ტკბილეული ბავშვებს „სმარტის“ ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა. 

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.  ფონდმა  დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი  ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები