ბიზნესი
ყურადღება! მოემზადეთ, სულ მალე თბილისი MOXY - ს მიიღებს!
2018-03-23 17:39:23
24 მარტს, 19:30 საათზე, ახლადაშენებული სასტუმრო Moxy პირველად მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მოწვეული მედია ახლოს გაეცნობა სასტუმროს ძირითად კონცეფციას, რომელიც რადიკალურად განხვავდება თბილისში არსებული სხვა სასტუმროს ტიპის ბრენდებისგან. მნიშნელოვანია, რომ Moxy ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება საქართველოთი დაიწყო.
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ინოვაციური, დინამიური, არაორდინალური სასტუმროს ნომრები და ლობი, უფრო ახლოს გაეცნონ მის კონცეფციას და მოირგონ სტუმრის ამპლუა.
Moxy, Marriott International - ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ინოვაციური ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველად, საქართველოში გაიხსენა!
Moxy ბუტიკის კონცეფციის სასტუმროა, რომელიც დახვეწილი დიზაინის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ხელმისაწვდომი ფასის მიქსია. Moxy-ს ბრენდის მთავარი განმსაზღვრელი არის დამოკიდებულება და ის ემოციები რასაც ვიზიტისას იღებ, ხოლო ფასი სასიამოვნო მოულოდნელობაა.
Moxy-ში მუდმივი მოძრაობაა: საინტერესო ხალხი, ენერგიული და კრეატიული, მონდომებული crew (თანამშრომლები). Moxy-ში მუდმივი მხიარულებაა, დიზაინი და სტილი აქ კარგადაა გათვლილი და დაგეგმლი და ამასთანავე საინტერესოდ არის შესარულებული.
სასტუმროს კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული სხვა ბრენდებისგან. სასტუმროს მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული, ტრენდ-სეტერი, ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები. ისინი მუდამ ისწრაფვიან ინოვაციებისა და ახალი შეგრძნებებისკენ. მათთვის მსოფლიო - აღმოჩენების, თავგადასავლებისა და რაც მთავარია - წარმატების მიღწევის უსაზღვრო შესაძლებლობის მქონე ადგილია. გართობისა და საქმის შეთავსება მათი სტილი და განუყოფელი ნაწილია.
MOXY - ს სტუმრებს ტრენდებისა და ტენდენციების მიმდევრობა არ სჭირდებათ, რადგან ისინი თავად ქმნიან მათ. MOXY - ს მთავარი მისია თავისი სტუმრისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩუქებაა. ამისთვის ის ქმნის ატმოსფერულ, ექსცენტრიულ გარემოს, გეგმავს უამრავ აქტივობას, რათა ერთმანეთს კულტურები და მონათესავე სულები შეახვედროს.
სასტუმრო ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი. დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.
სასტუმროს 130 ოთახი ექნება, ლობი, რომელიც ყველა ძირითადი აქტივობის - სხვადასხვა შეჯიბრის, ღონისძიების მთავარი ლოკაცია იქნება. აქ თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარი ისტორია, სახელად #AttheMoxy, შეიქმნება. მიმღების ფუნქციას აქ ბარი შეითავსებს და სტუმრებს ჩამოსვლისთანავე კოქტეილით გაუმასპინძლდება, ასევე იქნება სარელაქსაციო ზონა, მეგობრებთან შესახვედრად განკუთვნილი უზარმაზარი მაგიდით. MOXY ყველას, ყველას სთავაზობს უამრავ თამაშს, რომელსაც მისი კრეატიული, ენერგიული, უკომპრომისო და ექსცენტრიული Crew გაუძღვება. ვინაიდან მოქსის სტუმარი მუდმივ მოძრაობაშია და ხანგრძლივი ლანჩისა და სადილისთვის დრო არ რჩება, სასტუმრო მათ grab & go კონცეპციის მაღაზიას შესთავაზებს.
კომენტარები