1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

რუსეთის პასუხი ბრიტანეთს - ოფიციალური მოსკოვი ქვეყნიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს

დიდ ბრიტანეთს რუსეთიც დიპლომატების გაძევებით უპასუხებს-ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არც დიპლომატთა რაოდენობა და არც დრო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

განცხადება გააკეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. მარია ზახაროვამ დასავლეთის ქვეყნები ლონდონის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

"ლონდონი უარს ამბობს ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ფაქტობრივი ინფორმაცია წარმოადგინოს. არანაირი დეტალები, არანაირი მონაცემები, არანაირი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს ინციდენტს, ოფიციალურ ლონდონს არ წარუდგენია რუსეთისთვის არც ორმხირივი არხებისა და არც საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნების საშუალებით. როგორ შეიძლება გამოხატო სოლიდარობა რამის მიმართ, რომელზეც არაფერი იცი, რადგან არ გაქვს კონკრეტული ფაქტები. ეს ხომ ფანტასტიკის სფეროა. ნათელია, რომ სიმართლე უბრალოდ იმალება,”-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით კი ყველა მტკიცებულება რუსეთის ბრალეულობაზე მიუთითებს.

„ძალიან მცირე ეჭვი არსებობს ადამიანების გონებაში, რომ ეს არ არის რუსეთის სახელმწიფოს ხელწერა, რომ მან განზრახ არ გამოიყენა მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება ნოვიჩოკი, რომ დაესაჯა ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანი ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევის წინ,“-განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები