1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული 2 პირი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.


ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ხვდებიან.


სუს-ის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.


არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ცხინვალის მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუცია.


ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები