2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

2018 წლის 30 იანვარს, ზაურ ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა,3 000 ლარი,რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები