1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

,,შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლების შესახებ კონსტიტუციური მუხლი"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი შეაფასა.

”დღეს, როდესაც ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების. შეწყალების მუხლის უფლების გამოყენების შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს. ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების შესუსტებას, რაც გააჩნია პრეზიდენტს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას. 

”ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც, თუმცა ხელისუფლების ცვლილებების ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანებიდან ზოგიერთი დაწინაურებული იქნა. ამან საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცველი სისტემის მიმართ”, - აღნიშნა მარგველაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები