1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ზვიად რატიანის საქმე - შსს-ს ვიდეოში პოეტი პოლიციელებს ხელბორკილების შეხსნას სთხოვს და აფრთხილებს, რომ ცუდად არის

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე დღე სასამართლო პროცესი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოზე მტკიცებულების სახით ვიდეომასალები წარადგინა, სადაც ისმის თუ როგორ აგინებს პოლიციელებს ზვიად რატიანი.

საუბარია სამ ვიდეოფაილზე, რომელთაგანაც ორი მობილური ტელეფონით არის გადაღებული, ერთი კი სათვალთვალო კამერით.

მასალები ფრაგმენტულია და არ ასახავს დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში ყოფნის სრულ პროცესს. დაკავების მომენტში გადაღებული ვიდეო ერთ წუთსა 42 წამს გრძელდება, მეორე ვიდეომასალა  უკვე პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული ქრონომეტრაჟით 2 წუთი და 17 წამი, კადრებში ისმის, რომ ზვიად რატიანი სამართალდამცველებს ხელბორკილის შეხსნას სთხოვს, რადგან აფრთხილებს, რომ ცუდად არის და ქრონიკული ავადმყოფობის გამო შესაძლოა შეტევა დაემართოს.

მესამე ვიდეომასალა პოლიციის განყოფილებაში სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, უხმო კადრების ხუთ-წუთიანი ჩანაწერში რამდენიმე ინციდენტია ასახული. არც ეს მასალაა სრული, კადრები დამონტაჟებულია. ის 6-ჯერ წყდება.

სიტყვიერ შეურაცხყოფას არ უარყოფს თავად ნაცემი რატიანიც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ფიზიკური შეურაცხყოფის პასუხი იყო.

პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად, რომ ეს მასალა მტკიცებულების სახით არ მიეღო, მოსამართლემ ვიდეოები საქმეში დასაშვებად ცნო. 

მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ახალ წლამდე უნდა მიიღოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები