მსოფლიო
ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა!
2017-11-14 13:19:12
კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით. ბრენდის ისტორია 1992 წლიდან დაიწყო. მოკრძალებული დიზაინით, ძლიერი ტექნიკური პარამეტრებით და მობილურობით გამორჩეული ნოუთბუქი სულ მალე საქმიანი ადამიანების ნოუთბუქის სიმბოლოდ იქცა.
1993 წელს ThinkPad NASA-ს მიერ სერთიფიცირებული პირველი ნოუთბუქი გახდა, რომელიც მუშაობს კოსმოსში.
წლების მანძილზე ინოვაციური ფუნქციების, სანდოობის და სიმძლავრის მხრივ ThinkPad მსოფლიო ლიდერი გახდა. 25 წლის განმავლობაში Lenovo-მ 130 მილიონზე მეტი ThinkPad ნოუთბუქი გაყიდა.
სტანდარტულ ტესტებთან ერთად Lenovo-ს ინჟინრებმა შეიმუშავეს ინოვაციური ტესტირების მეთოდები, რომლითაც ნოუთბუქები კიდევ უფრო მკაცრ გამოცდას გადიან, რაც ThinkPad - ის ნოუთბუქების გამძლეობის გარანტიაა. ნოუთბუქი 1.5 მეტრის სიმაღლიდან დაცემის ან მასზე დაბიჯების შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. Lenovo ThinkPad იმდენად სანდოა, რომ სერტიფიცირებულია აშშ-ს სამხედრო სტანდარტის Mil-SPEC ტესტებით : მათზე არ მოქმედებს მაღალი წნევა, ტენიანობა, ვიბრაცია, მაღალი ტემპერატურა, „ტემპერატურული შოკი“, დაბალი წნევა, დაბალი ტემპერატურა, მტვერი და მრავალი სხვა გარემო ფაქტორი.
იმისთვის, რომ მომხმარებელს განსხვავებული ინოვაციები შესთავაზონ, Think დიზაინერები და ინჟინრები სწავლობენ ადამიანთა ქცევებს და ყურადღებით ეცნობიან ბიზნეს მომხმარებლების რეალურ სამყაროს, ატარებენ ექსპერიმენტებს: ცვლიან კომპონენტებს, მათ ვიზუალს ან ქმნიან ახალ მოწყობილობებს. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს ThinkPad-ის უახლოეს რევოლუციურ პროდუქტებს, რომლებიც მაღალი წარმადობით და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა.
Lenovo-ს პროდუქცია, მათ შორის ThinkPad ნოუთბუქები საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი. ThinkPad განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში და ბიზნეს მომხმარებლებისთვის ყველაზე სანდო არჩევანია. მომხმარებელს საცალო ქსელში შეუძლია შეიძინოს 20-მდე სხვადასხვა კონფიგურაციის ThinkPad ნოუთბუქი, ასევე შესაძლებელია იმ მოდელების შეკვეთაც, რომლებიც ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი.
Lenovo მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს და მთელს მსოფლიოში წარმოადგენს სანდო, უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებს (სათამაშო ხაზის - Legion-ის და ცნობილი ბრენდების Think და Yoga-ს ჩათვლით), სამუშაო სადგურებს, სერვერებს, მონაცემთა შენახვის სისტემებს, SmartTV სისტემებს, ასევე მობილურ პროდუქტებს სმარტფნების ჩათვლით, მათ შორის ბრენდს Motorola, პლანშეტებს და აპლიკაციებს.
კომენტარები