1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

დღეს ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. 

ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძვიან. 

ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება. 

ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე.

ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.

მარტვილში - მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. 

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც არიან წარმოდგენილი. 

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები