მილიარდერი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და 15 დოლარიან მაჯის საათს ატარებს
2017-10-18 17:26:00
მას არავინ იცნობს, ის არც ერთ რეიტინგში არ ფიგურირებს და „ფორბსის” მილიარდერების გვერდით მას ვერ იხილავთ. არადა, მისი კაპიტალი 7,5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ის მაღაზიათა გლობალური ქსელის „დიუთი ფრის” დამფუძნებელი და ყველაზე დიდი ქველმოქმედია ქველმოქმედთა შორის.
Duty Free-ის დამაარსებლის, 84 წლის მილიარდერი ჩაკ ფინის ”აღმოჩენა” იოლი საქმე მართლაც არ იყო, რადგან მას არ აქვს საკუთარი სახლი, არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხშირად მგზავრობს მეტროთი, ზოგჯერ ტაქსითაც, არასდროს მჯდარა ბიზნეს კლასში, მდიდრულ და ელიტრულ რესტორნებს პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში არ მოიძებნება არცერთი ცნობილი დიზაინერის სამოსი, მისი საყვარელი მაჯის საათი კი არც მეტი, არც ნაკლები 15 დოლარი ღირს.
„ფინი იდეალური პიროვნებაა, რომელსაც უნდა მიბაძო. ის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სიკეთის კეთება სიცოცხლეშიც. ეს ადამიანი არ ელოდება სიკვდილს, რათა გაიღოს ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის“, - ასე ახასიათებს ჩაკს ბილ გეითსი.
ფინი საკმაოდ მომჭირნედ მცხოვრები ოჯახის შვილი იყო, ის მათ დასახმარებლად ხან ქუჩებს თოვლისგან წმენდდა, ხანაც მდელოებს კრეჭდა, ყველაზე ხშირად კი გოლფის მოთამაშეთათვის ჯოხებისა და ბურთების მიმწოდებლად მუშაობდა და იმითაც განსაკუთრებით ამაყობდა, რომ ერთი ბურთიც კი არასდროს დაუკარგავს.
მოგვიანებით, ფინმა კორნელის უნივერსიტეტში სასტუმრო ბიზნესი შეისწავლა და მოგვიანებით, როცა უკვე საკმაოდ გამდიდრდა და საკუთარი ფულის ქველმოქმედებაზე ხარჯვა დაიწყო.
ჩაკ ფინმა ბიზნესი ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობით დაიწყო, მერე კი საქმიან პარტნიორ ბობ მილერთან ერთად ჰონოლულუსა და ჰონკონგში მაღაზიები გახსნა და ტურისტებისთვის სუვენიერის, სამკაულებისა და სუნამოების გაყიდვა დაიწყო. ასე გაჩნდა ბიზნესი Duty Free Shoppers, რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიპყრო. 1964 წელს კომპანია უკვე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 200-ზე მეტი თანამშრომელს ითვლიდა. შემდგომი ათი წლის განმავლობაში მისი შემოსავალი 12 ათასიდან 12 მილიონ დოლარამდე, კიდევ ათი წლის შემდეგ კი უკვე 334 მილიონამდეც გაიზარდა.
ამბობენ, რომ ჰოლივუდში ჩაკ ფინის ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ და ამ პროექტის განხორციელებით თვით ჯორჯ კლუნია დაინტერესებული
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები