ამანსიო ორტეგა - მკერავის კურიერობიდან მილიარდერობამდე განვლილი გზა
2017-09-26 14:28:51
ჰოლდინგ Inditex-ის (ბრენდები Zara, Pull&Bear და Massimo Dutti) დამაარსებელმა ამანსიო ორტეგამ, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, Microsoft-ის დამაარსებელ ბილ გეიტს გაუსწრო და რეიტინგის სათავეში მოექცა. მისი კაპიტალი ამჟამად 84.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამანსიო ორტეგა 1936 წლის 28 მარტს ესპანეთის პატარა ქალაქ ლეონში დაიბადა. მამამისი რკინიგზის მუშა, ხოლო დედა - მოსამსახურე იყო. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, ორტეგამ სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხა. 13 წლიდან ერთ-ერთი მკერავის კურიერად დაიწყო მუშაობა, რომელიც მდიდარი კლიენტებისთვის კერავდა. როდესაც ამანსიო 14 წლის გახდა, ოჯახი ლა-კორუნიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამ ახალი სამსახური მიიღო. სწორედ აქ დაიწყო ამანსიო ორტეგას პროფესიონალური შემოქმედება. თავიდან ქსოვილების გოფრირებითა და მოფარდაგებით იყო დაკავებული, შემდეგ კი ერთ-ერთ იტალიელ მოდელიორთან დამხმარედ დაიწყო მუშაობა. პატარა მკერავი ჭრა-კერვის გარდა, ფასის წარმოშობის სქემას სწავლობდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა, როგორ შეემცირებინა საქონელზე ფასნამატის მაჩვენებელი, რაც შემდგომში ტანსაცმლის იმპერიაში - "ზარაში" გამოიყენეს.
1960-იან წლებში ამანსიო ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი გახდა. სწორედ ამ მაღაზიაში, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ძვირად ღირებული ტანსაცმლის მომხმარებლების ბაზარი ძალზედ ვიწროა.
27 წლის ასაკში ამანსიო ორტეგამ მეუღლესთან ერთად ტრიკოტაჟის ფაბრიკა გახსნა, რომელსაც Confecciones Goa ეწოდა.
ფაბრიკა სააბაზანოს ხალათებს, ღამის პერანგებსა და ქალის თეთრეულს აწარმოებდა. ერთხელ ორტეგამ მოდური და ძვირად ღირებული ბრენდის თეთრეული დააკოპირა. სწორედ ეს ფილოსოფია - ძვირფასი ნივთების კოპირება გახდა "ზარას" ბრენდის მომავალი წარმატების საფუძველი. იმავე წელს, მიღებული მოგებიდან ორტეგამ თავისი პატარა მაღაზია გახსნა და Zara დაარქვა.
ამანსიო ორტეგას ნამდვილი აღმავლობა 2001 წელს გადადგმულმა ნაბიჯმა მოუტანა: ესპანელმა მილიარდერმა “ინდიტექსის“ აქციების მეოთხედი ღია ბაზარზე განათავსა. მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ აქციების კურსი 22%-ით გაიზარდა, კომპანიის კაპიტალიზაცია მილიარდებს გასცდა, თავად ორტეგა კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კლუბში აღმოჩნდა.
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....
კომენტარები