1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" საზღვრების ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების დარღვევა ფიქსირდება" - პოლონეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა საქართველოს

  საქართველოსა და უკრაინაზე გაეროს ტრიბუნიდან პოლონეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა.  მისი თქმით, უკვე  10 წლის წინ საქართველოში და მესამე წელია უკრაინაში, გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევა ფიქსირდება

„პოლონეთის სურვილია, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის მშენებლობაში, რომელიც დაფუძნებული იქნება პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, რომელიც მიმართულია ამ პრინციპების შესუსტებისკენ, ასუსტებს ურთიერთნდობასაც.

თითქმის 10 წლის წინ საქართველოში და მესამე წელია უკრაინაში, გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის საზღვრების ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების“, - აღნიშნა დუდამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები