ბიზნესი
ურთიერთობას მოაქვს პლუსი - საქართველოს ბანკმა მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა წარადგინა
2017-07-05 13:17:39
თბილისი, 5 ივლისი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამის - PLUS-ის დაწყების შესახებ. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა, სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს. ურთიერთობის პროგრამაში ჩართვა დღეიდან არის შესაძლებელი, მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. სერვისცენტრშივე მას გადაეცემა PLUS-ის საბანკო ბარათი და PLUS სტატუსი: PLUS CLASSIC-ი, PLUS SILVER-ი ან PLUS GOLD-ი. მომხმარებელი სტატუსის შესაბამისად ისარგებლებს: საბანკო, ჯანმრთელობის თუ სადაზღვევო სტატუსუპირატესობებით. ამავე დროს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS ბარათის გამოყენებით დააგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია:
· PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე;
· უფასო მგზავრობაზე;
· ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე;
· ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე;
· სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე;
· სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.
ურთიერთობის პროგრამაში ჩართული მომხმარებელი PLUS-ების დაგროვებას შეძლებს: საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე, ანაგრიშზე განთავსებულ თვის საშუალო ნაშთზე, მეგობრების მოწვევისას და საქართველოს ბანკის პროდუქტების შესახებ გაწეული რეკომენდაციისას. აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც 3 აგვისტოს ჩათვლით ჩაერთვება ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, საჩუქარად მიიღებს welcome PLUS-ებს.
კომენტარები