0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თსუ-სა და თიბისი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი.

„თიბისი ბანკი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ. „უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის თანამშრომლობა. ეს არის ერთგვარი სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობის აქცია. საუბარია მომავლის პროექტებზე - ელექტრონული ბაზების გამოყენებაზე სწავლებაში, ქართულ ენაზე ზრუნვაზე, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამებზე, საუნივერსიტეტო ელექტრონულ მაღაზიაზე. ეს ყოველივე ინოვაციურია. ჩვენ მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას და სხვა პოტენციურ მსურველებსაც ვთავაზობთ თანამშრომლობის ამ მოდელს,“ -  განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.  

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკისთვის“ : „ეს არ არის სტანდარტული ხელშეკრულება. აქცენტი გავაკეთეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და სიახლეებზე, რაც აუცილებელი მოთხოვნაა 21-ე საუკუნეში.“

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად შემუშავება და განხორციელება, როგორებიცაა: ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში; ელექტრონული წიგნის სახლის „საბას“ - ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა; სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება; სპეციალურად უნივერსიტეტისთვის ონლაინ ბრენდ მაღაზიის შექმნა; უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათივე მონაწილეობით აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; სხვადასხვა სახის ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალ თაობაზე.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “თიბისი ბანკის“ თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია სპეციალური საბანკო პროდუქტების შექმნა, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამით კარგ საფუძველს ვქმნით უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო სტრუქტურების თანამშრომლობისათვის, „ -  აღნიშნა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.

„თიბისი ბანკსა“ და თსუ-ს შორის ღირებულებათა მყარი თანხვედრაა, ორივე ინსტიტუცია თავის პრიორიტეტად  ახალგაზრდების მხარდაჭერას მიიჩნევს და ამ მხრივ,  ქვეყნის განვითარებაში  განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ასევე ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქართული ენის განვითარებასა და განმტკიცებაზე ზრუნვა, რაც ერთობლივი პროექტებით განხორციელდება.

გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, „თიბისი ბანკი“ უნივერსიტეტს გაუზიარებს გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია, საბანკო პროდუქტების შექმნა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....