0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საზაფხულო შეთავაზება „ელიტ ელექტრონიქსისგან“

ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოებასთან ერთად ყველაზე აქტუალური ტექნიკა კონდიციონერია, პროდუქტზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა და ამიტომ „ელიტ ელექტრონიქსი“  22, 23 da 24 ივნისს, ერთგულ მომხმარებლებს კონდიციონერებზე  ფასდაკლებასა და უფასო მონტაჟს სთავაზობს. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანი. აქ ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ ჰიუნდაის, ბოშის და გორენიეს კონდიციონერები, აქცია მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც ნაღდი ასევე, 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანის და საკომისიოს გარეშე.

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი.  კონდიციონერის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ბინის საერთო ფართი, ინტერიერი და მასში არსებული ავეჯის და ტექნიკის რაოდენობა. ეს ყოველივე დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი, ამისათვის „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს სთავაზობს "ფართის დათვალიერების" მომსახურებას. აღნიშნული მომსახურება მოიცავს „ელიტ სერვისის“ სპეციალისტის მისამართზე ვიზიტს, მომხმარებლის საცხოვრებელი ან საოფისე ფართის დეტალურ დათვალიერებას, ადგილზე არსებული და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით კონდიციონერის ოპტიმალური სამონტაჟო ადგილის და შესაბამისი სიმძლავრის განსაზღვრას, საჭირო რეკომენდაციების გაცემას დამხმარე ტექნიკური საშუალებების, ელ. გაყვანილობის და სადრენაჟე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ „ელიტ ელექტრონიქსის“ ავტორიზებულ სერვისს - „ელიტ სერვისს“ და მოითხოვოთ „ფართის დათვალიერების“ სერვისი.

საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი  „ელიტ ელექტრონიქსი“, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით და ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....