0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა 28 ბიზნესოპერატორს შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტო სააგენტო გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის  ბიზნესოპერატორის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შედეგებს აქვეყნებს

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 258 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 68 ბიზნესოპერატორი (ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე); ზედამხედველობა განხორციელდა 24 ბიზნესოპერატორთან.

დოკუმენტურად შემოწმდა 232 ობიექტი, მათ შორის 56 ბიზნესოპერატორი თბილისში (დოკუმენტური შემოწმებაითვალისწინებს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას).

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო  83 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 28 ბიზნესოპერატორს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები