0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2017 წლის 1 ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო ხდება

2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს.

 ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს, საკანონმდებლო ცვლილება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, 1 ივლისს ამოქმედდება. ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ.

 საკანონმდებლო სიახლის მიზანი, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა. საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმი 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. 
ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს შეეხება. ამასთან, მზადდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი იმ საგამონაკლისო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვა, შესაძლებელი იქნება უცხოურ ვალუტაში. 


15 ივნისიდან, 2 კვირის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი 2 299299, უბნის საგადასახადო ოფიცრებისა და საგადასახადო მრჩევლის „პრივეს“ მომსახურებით. მეწარმეებს გაეგზავნებათ როგორც სატელეფონო, ასევე ელექტრონული შეტყობინებები. დაგეგმილია ღია კარის დღეები თბილისსა და რეგიონებში. გრაფიკი გამოქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებ www.rs.ge და facebook გვერდებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....