ბიზნესი
თიბისი დაზღვევა ოუფენ ეარის ყველა მსმენელს დააზღვევს
2017-06-16 11:40:57
თიბისი დაზღვევა Tbilisi Open Air-ის პარტნიორია. შედეგად, წელს ფესტივალის დღეებში მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება.
კერძოდ, თიბისი დაზღვევა სამი დღის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება.
დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებებისშეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი... ყველა შემთხვევისას „ოუფენ ეარი“ პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი თიბისი დაზღვევა აზღვევს.
„Tbilisi Open Air” წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით „ლისი ვანდერლენდის“ ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან „ანათემა“, „ლენინგრადი“, „არქაივი“, სევდალიზა და სხვები.
კომენტარები