მსოფლიო
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს ინდექსში მოხვდა
2017-06-13 15:19:14
ჩამოტვირთვა
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა. ეს ნიშნავს, რომ თიბისი ბანკი საბაზრო კაპიტალიზაციით მოხვდა უმსხვილეს 350 კომპანიას შორის, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
ამ ცვლილების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება თიბისი ბანკის აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს აქციების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს. თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, ხოლო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში თიბისიმ შარშან გადაინაცვლა.
FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს. კომპანია FTSE 250 ინდექსში ხვდება საბაზრო კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.
„FTSE 250 ინდექსში შესვლით, ვფიქრობთ, რომ თიბისი ბანკი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება ინვესტორებისათვის. დიდი მადლობა თიბისი ბანკის მთელ გუნდს, რომელიც ბანკის მუდმივი განვითარების წინაპირობას ქმნის,“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
კომენტარები