0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრში ორი ახალი პროექტის „დღის ცენტრის“ და „უფასო სასადილოს“ პრეზენტაცია გაიმართა.

ჩამოტვირთვა

2017 წლის 9 ივნისს   ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრში გაიმართა ორი ახალი პროექტის „დღის ცენტრის“ და „უფასო სასადილოს“ პრეზენტაცია. მის: კრწანისი, გორგასლის მეორე შესახვევი N25.

ჩერნოვეცკის ფონდმა თბილისში გახსნა დღის ცენტრი და სასადილო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. სასადილოთი სარგებლობა შეუძლია დღეში 500–მდე ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქში ნაკლები მშიერი და შეჭირვებული ადამიანი იქნება.

ჩერნოვეცკის ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფ 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და „შინ მოვლის“ პროგრამას – რომელიც თვეში 600 საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულ ადამიანს უწევს დახმარებას, კიდევ ორი პროექტი შეემატება, რომელსაც ფონდი სრულად დააფინანსებს.

ეს იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი ცენტრი, აქ უფასო სასადილოს გარდა ადამიანები მიიღებენ ექიმის კონსულტაციას, შეძლებენ შეიჭრან თმა და იბანაონ, დაისვენონ, უყურონ ტელევიზორს, ისარგებლონ ინტერნეტით, მიიღონ სუფთა ტანსაცმელი. ეს ევროპული პრაქტიკაა, ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება სოციალურად დაუცველ ადამიანებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები