1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპის საბჭო აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება

ევროპის საბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გაავრცელა. მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ბოლოს მაშინ დაურეკა, როდესაც ის მათი სახლიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ სახლში არ დაბრუნდა. 30 მაისს საქართველოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტის ძებნა, მაგრამ შემდგომ, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა სააგენტომ „თურანმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა აფგან მუხთარლი დააკავა“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს სტატიაში. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჟურნალისტმა ხადიჟა ისმაილოვამ დაადასტურა, რომ მუხთარლი მისი სახლის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სცემეს. მუხთარლი სერიოზულად დაშავდა. მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ „ის ცემეს, მას ცხვირი გაუტეხეს, მას შესაძლოა ნეკნები დაზიანებული აქვს“. ის აზერბაიჯანის საზღვარზე მანქანით, პასპორტის გარეშე გადაიყვანეს. 

„აფგან მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. აზერბაიჯანის პოლიციის განცხადებით, მას თან ჰქონდა 10,000 ევრო. აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2015 წელს დატოვა და საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც მის სიცოცხლეს ემუქრებოდნენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტების გამოძიების გამო. მას ახლა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს“, - ნათქვამია გავრცელებულ მასალაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები