0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში ორი ძმა დაჭრეს

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში ორი ძმა დაჭრეს. ჭრილობები დაზარალებულებს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრამდე ძმებს ურთიერთშელაპარაკება თანასოფლელთან მოუვიდათ, რის შემდეგაც დაპირისპირება სოფლის სასაფლაოზე გაგრძელდა.

სამართალდამცავებმა დაჭრაში ბრალდებული, 22 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები