„ჯადოსნური გათამაშება“ – ნატახტარის ლიმონათის ახალი კამპანია
2017-05-24 12:26:27
ძვირფასო მეგობრებო, 20 მაისიდან დაიწყო ნატახტარის ლიმონათის ჯადოსნური გათამაშება. გთავაზობთ პრიზების ჩამონათვალს, მათი გაცემის წესებსა და გათამაშების სხვა დეტალებს
გათამაშებაში მონაწილეობას იღებს კომპანია ნატახტარის მიერ წარმოებული ნატახტარის ლიმონათის: 0.33, 0.5, 1, 2 და 2.5 ლიტრიანი მხოლოდყვითელთავსახურიანი პლასტმასის ბოთლები
გათამაშდება შემდეგი პრიზები: 300 000 ცალი ნატახტარის ლიმონათი 0.33 პლასტმასის შეფუთვაში, 100 ცალი პლანშეტი, 50 ცალი მობილური ტელეფონი, 50 ცალი ლეპტოპი, 1 ცალი 4 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში და 1 ბინა ბაკურიანში
გამარჯვებულის გამოვლენა ხდება მომენტალურად ბოთლის გახნით და თავსახურის ქვეში წარწერის აღმოჩენით
მოგებული 0.33 მლ უფასო ლიმონათის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ მარკეტში
იმისათვის რომ მიიღოთ შემდეგი საჩუქრები: მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ბინა ბაკურიანში და საგზური დისნეილენდში, უნდა ეწვიოთ პრიზების გაცემის სპეციალურ ადგილებს, შემდეგ მისამართებზე:
o თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 87ა;
o რუსთავი,მე-18 მ/რ #5 და აღმაშენებლის გამზირის მ/ტ;
o თელავი, ალაზნის გამზირი 22;
o ქუთაისი, ნიკეას 16
o ბათუმი, ორბელიანის 7
o პრიზების გაცემა მოხდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს აღნიშნულ მისამართებზე 11:00-დან 18:00მდე.
სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსები
პრიზის (0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა) მიღებისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომლის ასლის შენახვისა და კანონისმიერი ვალდებულების შემთხვევაში, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენის უფლებაც აქვს გათამაშების ორგანიზატორს.
გამარჯვებულ არასრულწოლოვანს პრიზი, 0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა, გადაეცემა კანონიერი წარმომადგენელთან ერთად შესაბამისი მისამართზე გამოცხადებისა და როგორც საკუთარი (დაბადების მოწმობის) ისე კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დამდასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
გათამაშება ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, 2017 წლის 20 მაისიდან 20 აგვისტომდე
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს
ფიზიკური პირი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე თუ იგი შეიძენს გათამაშებაში მონაწილე პროდუქციას
გათამაშებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს სატელეფონო ნომერი 2 369 193, რომელიც მუშაობს სამუშაო დღეებში 9-დან 18 საათამდე.
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....
კომენტარები