0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. 
    გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების რეალიზაციის დროს. 
   საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები