2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აქტიურად ჩაერთეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კოლეგებს გაუზიარეთ ახალი იდეები. ზოგიერთი საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. თუ რომანტიკა გსურთ, მეტი ინიციატივა გამოავლინეთ. 

კურო
ცოტა მეტად მოინდომეთ და გაცილებით მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე იფიქრებდით. დილიდან დაიწყეთ საქმეების მოგვარება. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ. 

ტყუპი
დღეს უამრავ ადამიანთან გელით შეხვედრა, აკონტროლეთ ემოციები, იყავით ღიმილიანი. თუ გულწრფელი იქნებით, გაცილებით მეტ მეგობარს შეიძენთ. საყვარელი ადამიანს ეჭვიანობითა და ჭირვეულობით ნუ გააწამებთ. 

კირჩხიბი
სასიამოვნო სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. წარმატება თქვენ მხარესაა, გაბედულად იმოქმედეთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
კეთილი და პოზიტიური დღე გელით. არ იზარმაცოთ, მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ნათესავები სიმყუდროვეს შეგიქმნიან. საყვარელი ადამიანი რომანტიკით გაგანებივრებთ. 

ქალწული
სამსახურში მეტი დაკვირვება გმართებთ. გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო. საოჯახო საკითხების მოგვარება თქვენ მოგიწევთ. პირადი ცხოვრების გაუმჯობესება თუ გსურთ, მეტი ინიციატივა უნდა გამოავლინოთ. 

სასწორი
პოზიტიური მომენტებით აღსავსე დღე გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ დაგროვილი საკითხების მოგვარებას. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა. დაქორწინებულები ნუ აეჭვიანებთ მეუღლეებს. 

მორიელი
საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გელით. წარმატება თქვენ მხარესაა, აქტიურად იმოქმედეთ. საქმეები საღამომდე მოაგვარეთ, თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
მართალია, ყველას მიმართ ღიმილიანი და კეთილი ხართ, მაგრამ ზოგჯერ სიმკაცრეც უნდა გამოავლინოთ. ისწავლეთ უარის თქმა. სხვის გასაკეთებელ საქმეს თავად ნუ გააკეთებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მათ თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. 

თხის რქა 
წარმატებული დღე გელით და არ გაუშვათ შანსი ხელიდან. მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მიხედეთ დაგროვილ საქმეებს. დილა ვარჯიშით დაიწყეთ, დღის განმავლობაში ხშირად გაიღიმეთ. 

მერწყული
მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ უხეშ მოქმედებებს, სიტყვებს. გამონახეთ დრო მეგობრებისა და საყვარელი ადამიანისთვის. ძილის წინ წაიკითხეთ.

თევზები
შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. თუმცა, ჯერ ძირითადი ვალდებულებები შეასრულეთ. პირად ცხოვრებაში ჰარმონია სუფევს. ოჯახის წევრები სურვილებს აგისრულებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები