2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უცნაური მატარებელი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების სართულებს შორის გადის

მატარებლის ხაზი ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, ჩონგქინგში, საცხოვრებელი სახლის სართულებს შორის გადის.

 ჩონგქინგი მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მას მთის ქალაქსაც უწოდებენ, რადგან ტყითა და ფერდობებითაა გარშემორტყმული. მისი მოსახლეობა 49 მილონ ადამიანს შეადგენს და მჭიდროდაა დასახლებული. მოსახლეობა 31, 000 კვადრატულ მილზე ცხოვრობს. ურბანულმა დამგეგმარებლებმა სივრცის ათვისების პრობლემა გადაჭრეს.

სპეციალური მატარებლის სადგური აშენდა სახლის სართულებში, მეექვსა და მერვე სართულებს შორის. ხალხი ფაქტობრივად ცხოვრობს დახურულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ხმაურიანი სადგური მდებარეობს. მოსახლეობა ხმაურმა რომ არ შეაწუხოს, ისინი იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას.

ქალაქის ტრანსპორტის წარმომადგენელი ამბობს:"ჩვენი ქალაქი არის ძალიან მჭიდროდ აშენებული და მატარებლის სადგურების აშენება, ნამდვილი გამოწვევაა ჩვენთვის".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები