2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 წლის გოგონა 17 და 18 წლის ბიჭებმა სკოლაში გააუპატიურეს

17 წლის ჯოსი მონტანა და 18 წლის ჰენრი სანჩესი ბრალდებულნი არიან პირველი ხარისხის გაუპატიურებაში და სექსუალურ თავდასხმაში. ისინი ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ში ჩავიდნენ სულ რამდენიმე თვის წინ.

როგორც პოლიცია ამბობს, მონტანა პირველად  14 წლის გოგონას მიუახლოვდა სკოლის დერეფანში და  შესთავაზა სექსი, თუმცა მან უარი უთხრა. მონტანამ წინადადება კიდევ გაუმეორა. ამის შემდეგ მან გოგონა ძალით მიიყვანა ბიჭების საპირფარეშოში, სადაც სანჩესიც იმყოფებოდა. მათ გოგონა გააუპატიურეს. ფაქტის შემდეგ დაზარალებულმა ეს ამბავი სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. პოლიციამ მოძალადეები იმ დღესვე დააკავა. პარასკევს კი მათ მშობლებს როკვილის სკოლამ წერილი გაუგზავნა და აცნობა დაპატიმრების შესახებ. როგორც სკოლის ადმინისტრაცია წერილში განმარტავს, მათთვის მთავარია უსაფრთხოება  და კარგი სასწავლო გარემო შეუქმნან ყველა მოზარდს. როკვილის სკოლა აძლირებს მონიტორინგს, რომ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდეს. სკოლა უზრუნველყოფს დერეფნისა და საპირფარეშოების უსაფრთხოებას. მათ ასევე ეყოლებათ სკოლის ოფიცერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები