2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სამეგრელოში ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები