0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,რამდენი ოცნება, რამდენი მიზანი, რამდენი კეთილი საქმე დარჩა გაუკეთებელი" - რას ისტორიას იხსენებს ნუცა მახვილაძის მასწავლებელი

 გარდაცვლილი ნუცა მახვილაძის მასწავლებელი, ნინო გელდიაშვილი სოციალურ ქსელში ნუცას შესახებ ისტორიას იხსენებს.

"შემდეგ დღეს სასწავლებლად მიემგზავრებოდნენ: ნუცა საფრანგეთში, ანა გერმანიაში. შეკრება ვეგან-კაფეში გადავწყვიტეთ, სოლიდარობის ნიშნად რადგანაც ეს კაფე მენიუს განსხვავებულობის გამო რამოდენიმე დღის წინ დაარბიეს და იქ მყოფთ შეურაწყოფაც მიაყენეს. 
ვინც მიცნობს, ძირითადად ამერიკაში სწავლას ვუწევ რეკომენდაციას, ჩვენც ამისთვის ვემზადებოდით, გოგონები ამრიკულმა უნივესიტეტებმაც მიიღეს, მაგრამ მათ მაინც ევროპაში სწავლა გადაწყვიტეს, ევროპის ამერიკულ უნივერსიტეტებში, და ჩემი აზრი აინტერესებდათ. არჩევანი ორივეს მოვუწონე და პირობა ჩამოვართვი, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ და ოთხი წლის შემდეგ ნუცას ინგლისურთან ერთად სრულყოფილად ეცოდინებოდა ფრანგული, ანას კი გერმანული და მერე ისევ ერთად ჩავუჯდებოდით და მასტერზე წავიდოდნენ შტატებში. გვიანობამდე ვისაუბრეთ. მიყვარს ისეთ ადამიანებთან საუბარი, ვინც ახლის სწავლასაა მოწყურებული, როგორც წესი ასეთი ახალგაზრდები ბოღმისა და უაზრო დოგმებისაგან არიან თავისუფალნი, მოსმენის უნარი აქვთ, სპეტაკები არიან ბუნებით, სხვას სცემენ პატივს, ანუ ეს ის ახალგაზრდები არიან, ვისი იმედიც მაქვს, რომ ჩვენ ჩამყაყებულ აწმყოს შეცვლიან. 
... ძალიან მეტკინა. რამდენი ოცნება, რამდენი მიზანი, რამდენი კეთილი საქმე დარჩა გაუკეთებელი. ვიცი ნუცას მეგობრებს ყოველთვის გემახსორებათ ნუცა და მისი გულისათვის ორჯერ მეტ სიკეთეს დათესთ და ორჯერ მეტ წარმატებას მიაღწევთ. მე თუ რამეში დაგჭირდებით, თქვენს გვერდით მიგულეთ მუდამ,"-წერს გელდიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები