0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ხელოვნური სუნთქვა" ეთერში ბრუნდება

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალ ხელოვნური სუნთქვის გადაღებები აღარ გაგრძელდებოდა.

მაშინ სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობდა, რომ შოუს შეჩერების მიზეზი რუსთავი 2-ის ყადაღა და ქვეყანაში შექმნილი ფინანსურ მდგომარეობა იყო.
დღეს On.ge-სათვის ცნობილი გახდა, რომ სერიალმა სპონსორი იპოვა და ნაცნობი გმირებიც დაუბრუნდებიან მაყურებელს.

"ჯერ ხელშეკრულებაზე ხელი არ არის მოწერილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სამშენებლო კომპანია სვეტმა გადაწყვიტა დააფინანსოს ხელოვნური სუნთქვის შემდეგი სეზონი, შესაბამისად ვიწყებთ სერიალის წარმოებას. სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ ან მარტის შუა რიცხვებში გავალთ ეთერში", - ამბობს ირაკლი საღინაძე.
სერიალი ხელოვნური სუნთქვა პირველად ეთერში 2016 წლის 8 ივნისს გავიდა და მალევე გახდა პოპულარული. მაყურებელი ორი სეზონის განმავლობაში აქტიურად ადევნებდა თვალს მთავარი გმირების, შოთასა და თამუნას ცხოვრებას.


წყარო- https://on.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები