0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბრაკონიერობის შემთხვევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში - შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

გარემოს დაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ბრაკონიერობის ფაქტს ამხელს და წერს: "ბრაკონიერობის შემთხვევა მოხდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.

თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა. რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს.მიუხედავად ვეტერინარების სამედიცინო დახმარებისა, შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები