0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სასწაული მოხდა! გთხოვთ ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას“-ანასტასია ზაალიშვილის დედის წერილი შეგძრავთ

გარდაცვლილი ანასტასია ზაალიშვილის დედა სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:"ღმერთი არსებობს და სასწაულიც ნამდვილად მოხდა! ბევრი ფიქრის ნერვიულობის და ძალიან კეთილი ადამიანების ესემესების წაკითხვის შემდეგ (მე ყველაფერს ვკითხულობ, უბრალოდ წერის თავი ნამდვილად არ მაქვს, ნუ მიწყენთ თუ ვერ გპასუხობთ) გავაცნობიერე, რომ ჩვენმა ერთობლივმა ლოცვამ უდიდესი სასწაული მოახდინა! ჩემი ანასტასია ცაში გაფრინდა ღმერთთან, თავისი მფარველი წმინდა ანასტასია მკურნალის ხსენების დღეს, მძიმე მარხვის ჟამს და შობის კვირაში ...

შემთხვევით ამქვეყნად არაფერი არ ხდება, ანგელოზი იყო ციდან მოფრენილი და ანგელოზადვე წავიდა ჩემი პატარა... გთხოვთ ნუღა დაიტირებთ ჩემს ფერიას, არამედ ვადიდოთ უფალი და მხოლოდ ლოცვით ვიყოთ ანასტასიასთან, ის კი ჩვენ ყველას და თქვენს შვილებს დაიფარავს, რამეთუ ანგელოზია უკვე თავადაც!

არავის არაფერში ვადანაშაულებ, რადგან იყო ნება უფლის, რომ ამქვეყნიური წუთისოფლის სიმწარე აერიდებინა და წაიყვანა მალევე მისი სპეტაკი სული...გული ძალიან მტკივა ჯერ ისევ და ვიცი სულ მეტკინება რადგან მენატრება და ჩემთან არ არის... ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება.დრო ყველაფრის მკურნალიაო,მაგრამ ვიცი მე ვერ მიშველის... უბრალოდ მომიწევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლა, რადგან ანასტასიამდე მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს... მადლობა ყველას გვერდით დგომისთვის და გამხნევებისთვის... მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები