0 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად“ - ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომლის გადასარჩენად უამრავი ადამიანი გაერთაინდა, დღეს თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

„არ ვიცით რა დავწეროთ, ან როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანებს და დავუდასტუროთ ეს საშინელი ინფორმაცია. ჩვენო პატარა ანგელოზო, როგორ მთელი საქართველო გვირეკავს და ტირის, შენი ამბავი რომ გაიგეს. ჩვენო ლამაზო ანგელოზო, დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად. ნათელში იყოს შენი ლამაზი სპეტაკი სული, ჩვენო ბარბარე“, - ნათქვამია ფონდი „სიკეთის კვალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ,რომ ბავშვს სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროებოდა, რომელიც თურქეთის კლნიკაში 126 000 აშშ დოლარი ჯდებოდა. ბარბარეს გადასარჩენად ათსობით ადამიანი გაერთიანდა, რის შედეგადაც 90 ათას ლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი, დამატებით ჯანდაცვის სამინისტრომ პატარას გადასარჩენად 44 ათასი დოლარი გამოყო.
ბარბარეს თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა, რამაც თავის ტვინის შეშუპება გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები