0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“იეჰოვას მოწმეები” მეგრულ ენაზე გამოცემულ წიგნებს ზუგდიდში კარდაკარ არიგებენ

“იეჰოვას მოწმეებმა” ზუგდიდში ილუსტრირებული, მეგრულენოვანი წიგნის კარდაკარ დარიგება დაიწყეს. რელიგიური დაჯგუფების წევრები აღნიშნულ წიგნს არიგებენ როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლადაც.

წიგნი, როგორც თავად “იეჰოვას მოწმეები ამბობენ ჭეშმარით ცხოვრებაზე და ბიბლიის სწორად გაგებაზე მოგვითხრობს. ისინი მოსახლეობას წიგნთან ერთად მათ ჯგუფში გაწევრიანებას და ამ გზით სიცოცხლის გადარჩენას სთავაზობენ.

წიგნი მეგრული სახელწოდებით “მუს მორგუნა ბიბლია სინამდვილეს?” გერმანიაშია დაბეჭდილი და ის მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოირჩევა.

საზოგადოების ნაწილი მეგრულ ენაზე რელიგიური წიგნის გამოცემას სეპარატიზმის გაღვივებად აფასებენ და თვლიან, რომ ეს დაუშვებელი რამ არის, რაც სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს. თავად “იეჰოვას მოწმეები” აცხადებენ, რომ მათ უფლება აქვთ თავიანთი რელიგიის შესაბამისი ლიტერატურა გაავრცელონ და ამაში არაკანონიერს და დაუშვებელს ვერაფერს ხედავენ.

წყარო : http://www.smoge.org

კომენტარები

მსგავსი სიახლეები