0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კვირიკაშვილს თუ სინდისი აქვს ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს"- გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედის სევდიანი წერილი

  ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:"მინდა ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს ერთი ამბავი ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის. 
1. ის რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა იმ ბავშების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა რომ კატოსავის მთლად უპატრონოდ გაიზარდონ ანუ უდედმამოდ.

2 რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა. 

3. რაც შეეხება რაგბს, მე ვთვლი, რომ ეს მისი სამსახურია და თავისი ოჯახის სარჩენად ის სამსახურს უნდა დაბრუნებოდა. 

და ბოლოს: თუ მას სინდისი აქვს ის ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს, ამიტომ მას მემგონი ციხე არაფერშ სჭირდება, თუ არა და თვითონ იცის თავის საქმის, თუმცა დაზარალებულების ოჯახებისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა.
ეს ჩემი პირადი აზრია და ამ აზრს ვერავის კომენტარი ვერ შემაცვლევინებს!" - წერს გარდაცვლილის დედა. 

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე თვის წინ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  ერთ-ერთის საჭესთან კი მერაბ კვირიკაშვილი იჯდა. "


კომენტარები

მსგავსი სიახლეები