0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის 5 საჩივარი დაწერეს

ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 5 საჩივარი დაწერეს. როგორც „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის "დამკვირვებელმა თეა ქეცბაიამ განაცხადა, პროცედურული ნორმების გარდა უბანზე სხვა სერიოზული დარღვევებიც დაფიქსირდა, რაზეც საჩივრები დაიწერა. 
"პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა დაირღვა, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობა, სპეციალური ბეჭდის ნომერი და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდაზე ხაზავდა ამომრჩეველი ბიულეტენს, ასევე დამკვირვებელი დგას კაბინასთან, ფარდა არ არის სრულად დახურული, ირღვევა კენჭისყრის ფარულობის პრინციპი," - განაცხადა თეა ქეცბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები