0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გორში, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატი დაჭრა

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი კიდევ ერთი დაჭრის ფაქტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დაჭრილია სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ლექსო ბუჯიაშვილი, რომელსაც დაზიანება თანაგუნდელმა, სოფლის გამგებელმა გიორგი ტატიაშვილმა მიაყენა. ინფორმაცია „პირველ რადიოს“ პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვს“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა აბაშიძემ მიაწოდა. აბაშიძის განცხადებით, დაჭრის ფაქტი გასულ ღამეს მოხდა და გამგებელმა ტატიაშვილმა ბუჯიაშვილთან ერთად ჭრილობები დანით, მის თანმხლებ პირსაც მიაყენა. აბაშიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა მომხდარს არ შსს არ ახმაურებს და ტატიაშვილი პოლიციიდან ხელწერილის დაწერის შემდეგ გამოუშვეს. აბაშიძის ინფორმაციით, დაპირისპირება თანაგუნდელებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირბით მოხდა, თუმცა დეტალები მისთვის უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები