0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, დაასრულეთ უკვე დაწყებულები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ. საყვარელ ადამიანს ყურადღებას ნუ მოაკლებთ. 

კურო
უამრავი წვრილ-წვრილი საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი. მაქსიმალურად დაკვირვებულად იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს აქვს საქმეები და ყოველთვის არ სცალია თქვენთვის. საღამო შვილებთან ერთად გაატარეთ. 

ტყუპი
ფინანსურ დოკუმენტებს სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე არ მოაწერეთ ხელი. საქმეების მიუხედავად საყვარელ ადამიანთან პაემანს ნუ გადადებთ. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ.

კირჩხიბი
თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, დაიცავით თქვენი პოზიცია. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. 

ლომი
ზოგიერთს დაწინაურება, ზოგს ახალ სამსახურში გადასვლა ელის. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ბნელ ქუჩაში სეირნობას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად შინ გაატარეთ. 

ქალწული
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ხელშეკრულებების გაფორმებისას და საქმიანი შეხვედრებისას მეტი ყურადღება გმართეთ, რათა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი ზარალი გამოიწვიოს. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული. 

სასწორი
აიმაღლეთ კვალიფიკაცია, ჩაეწერეთ კურსებზე. დაიწყეთ ნელ-ნელა მოქმედება და მშვიდად გახვალთ ბოლოში. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. 

მორიელი
შესაძლოა არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების, უფროსის მსხვერპლი გახდეთ. კარგი დღეა საოჯახო ვალდებულებების მოსაგვარებლად, სტუმრად წასასვლელად. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. 

მშვილდოსანი
დააკვირდით სიტუაციას და აუცილებლად მიაგნებთ თქვენთვის სასურველს. მოერიდეთ ფქვილოვან საკვებსა და ტკბილეულს. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. 

თხის რქა
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას, დაკვირვება გმართებთ ხელშეკრულებების გაფორმებისას. საქმეების გამო საყვარელ ადამიანთან შეხვედრა სხვა დღისთვის გადადეთ. საღამოს მიირთვით დამამშვიდებელი ჩაი. 

მერწყული
სიფრთხილე გმართებთ მუშაობისას. სწრაფად უნდა შეძლოთ შეცდომების გამოსწორება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ. 

თევზები
მოაგვარეთ ის საკითხები, რომლების თქვენი ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ფლირტის გამოც კი შეიძლება გაგიფუჭდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები