1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მნიშვნელოვანი საქმები არ გელით, ამიტომ მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. ნუ ეძებთ პრობლემებს და ნუ გაიფუჭებთ განწყობას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულს. 

კურო
ღრუბლებში ფრენითა და დაუკვირვებლობით საქმეები არ გაიფუჭოთ. განახორციელეთ დიდი ხნის ჩანაფიქრები. ოჯახის წევრების მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ობიექტურად შეაფასეთ. 

ტყუპი
აჩქარებით საქმეებს გაიფუჭებთ. მოიწესრიგეთ პირადი ცხოვრება; საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება მშვიდად განიხილეთ. მეტი პატივისცემა გმართებთ გარშემო მყოფების მიმართ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, მეტად დაისვენეთ. 

კირჩხიბი
მუშაობისას მეტად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ეცადეთ, ოჯახის წევრები რჩევა-დარიგებებით არ შეაწუხოთ. შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება საბედისწერო ნაცნობობად იქცეს. ეცადეთ, კარგად გამოიყურებოდეთ. 

ლომი
უამრავ საქმეს და ვალდებულებას შეასრულებთ. "მკვდარი წერტილიდან" დაძრავთ მიტოვებულ პროექტებს. საყვარელი ადამიანი თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს და ნუ მიატოვებთ უყურადღებოდ. გაიკაჟეთ ორგანიზმი. 

ქალწული
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედებთ. ზოგიერთი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებს. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გასართობ ცენტრს, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ეწვიეთ. 

სასწორი
ნაკლები იწუწუნეთ და მეტი საქმე აკეთეთ. თუ გადაწყვეტილი გაქვთ დაიწყოთ ახალი საქმიანობა, გააქტიურდით. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

მორიელი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ. კარიერული წარმატება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი. მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან სიტუაციის დრამატიზირებას. 

მშვილდოსანი
მშვიდად და დაკვირვებით მიუახლოვდებით წარმატებას. ოჯახში ჰარმონია შეინარჩუნეთ. საღამოს სამომავლო გეგმები შეადგინეთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირებას. 

თხის რქა 
დილა ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. რაც უფრო მსუბუქად შეხედავთ პრობლემებს, მით მარტივად მოაგვარებთ მათ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. სიყვარულში "პირველი ვიოლინოს" პარტია პარტნიორს დაუთმეთ. 

მერწყული
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. ოჯახის წევრებთან გულითადი საუბარი სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. ბედნიერებას ეწევით, თუ თავად გააუმჯობესებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. 

თევზები
ახლობლების დახმარებით საქმეების მოგვარებას შეძლებთ. ყურადღებით იმოქმედეთ, შეცდომის დაშვება არ გეპატიებათ. საყვარელ ადამიანს საკუთარ აზრს ნუ მოახვევთ, მოძებნეთ კომპრომისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები