1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილა ვარჯიშით, ცურვით დაიწყეთ. დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ენერგიული განწყობა. ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. თუ დღეს ვერ შეძლებთ, სხვა დღეებშიც ეცადეთ. აგრეთვე, - დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. 

კურო
სამსახურში მეტი ყურადღება გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები, შეცდომები. აკონტროლეთ ქცევა. მოსალოდნელია განწყობის გაუარესება. ეცადეთ, ცუდი ხასიათის გამო ოჯახის წევრებთან დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას სასიყვარულო პარტნიორთან. შეიძლება თქვენი უხასიათობა გადაღლილობითაა გამოწვეული. 

ტყუპი
უარი არ თქვათ დამატებით სამუშაოზე, იგი კარიერისა და შემოსავლის გაუმჯობესების საშუალებაა. დილით სუფთა ჰაერზე ივარჯიშეთ, სამსახურის შემდეგ სკვერში გაისეირნეთ. თუ პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესება გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. 

კირჩხიბი
ახალი საქმეები ხვალიდან დაიწყეთ. დღეს დაისვენეთ. საღმოს სამომავლო გეგმები ჩამოწერეთ. მოიცალეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. გაფრთხილდით, საკვებმა არ მოგწამლოთ. სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც, თუ მოინდომებთ, სერიოზულ რომანში გადაიზრდება. 

ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შუადღისთვის დანიშნეთ საქმიანი შეხვედრა; პარტნიორებთან ერთად განიხილეთ სამომავლო საქმეები. დაფიქრდით, რა გიქმნით უსიამოვნებას პირად ცხოვრებაში. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
ახლობლებთნ ურთიერთობისასაც გმართებთ დიპლომატიურობა. გაუფრთხილდით ახლობლების ნერვებს. მუშაობისას ახალი მეთოდების დანერგვას დღეს ნუ ეცდებით. გამოცდილი მიმართულებით იმოქმედეთ. შეხვედრები და სასიამოვნო ნაცნობობა გელით; არ გაუშვათ შანსი მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. 

სასწორი
სამსახურში მოემზადეთ სირთულეების დასაძლევად. გაღიზიანებული ხართ და ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით. 

მორიელი
დღეს დაისვენეთ და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება ხვალისთვის გადადეთ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. აგრეთვე, ბნელ, უცხო ადგილას სიარულს. 

მშვილდოსანი
მზად იყავით ცვლილებებისთვის. სწრაფად უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. რა შეიძლება იყოს ძლიერ, მეგობრულ ოჯახზე უკეთეს?.. აკონტროლეთ ემოციები. მცირე უსიამოვნებებს გამო ნერვებს ნუ მოიშლით. საყვარელ ადამიანს ურთიერთობაში ლიდერობის უფლება მიეცით. 

თხის რქა
მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას მეუღლესთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. აპატიეთ ერთმანეთს შეცდომები და წყენა. მუშაობისას არ გადაიღალოთ; ხშირ-ხშირად დაისვენეთ. პაემანზე წასვლამდე გადაითვალეთ ფული, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. 

მერწყული
ჩამოწერეთ სამომავლო ბიზნესგეგმა. შეადგინეთ სწორი განრიგი, რათა უსიამოვნებებისგან დაიცავთ თავი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეტი დრო დაუთმეთ მათთან საუბარს. გაერკვიეთ შვილების პრობლემებში. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ვარჯი უარყოფითი ენერგიისგან გაგათავიუფლებთ. 

თევზები
თუ სხვების პრობლემების, საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, თქვენი მოუწესრიგებელ-მოუგვარებელი დაგრჩებათ. გაუფრთხილდით მხედველობას, შეამცირეთ ტელევიზორის ყურების, კომპიუტერული თამაშების საათები. არ გაართულოთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მაქსიმალურად მოერიდეთ სიტუაციის დაძაბვას. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები