1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე მსუქანი, 10 წლის ბიჭი 192 კილოგრამს იწონის

წონის პრობლემა მსოფლიოში კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. სიმსუქნით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება. ეს 10 წლის ბიჭუნას შემზარავი ისტორიაა,რომელსაც დახმარება სჭირდება.


მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ბიჭი 192 კილოგრამს იწონის. 10 წლის არია პერმანა ყავისფერი ბრინჯის დიეტაზეა,რადგან  მისი სიცოცხლე წონის გამო საფრთხეშია. არია დღეში 5-ჯერ ჭამს.მას სიარული არ შეუძლია და მუდმივად უჩივის ქოშინს,ამიტომ სკოლაშიც ვერ დადის. ამასთან, რთულია მისთვის ტანსაცმლის შერჩევაც.
"ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე ძალიან ვნერვიულობ.ცოტას ვაჭმევ,მაგრამ არ ვიცი სხვანაირად როგორ შევაჩერო მისი წონის მატება. არიას მხოლოდ პატარა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, ის ბალანსს ვერ იცავს. ვისურვებდი,რომ ჩემმა შვილმა სწავლა გააგრძელოს და ითამაშოს მეზობელ ბავშვებთან ერთად,"- ყვება არია პერმანას დედა.
35 წლის როკაია და 45 წლის ადი არიას მშობლები არიან. როგორც მოზარდის დედა ყვება არია ნორმალრი წონით (3.2კგ.)დაიბადა. დედ-მამამ ბიჭუნა არაერთ ექიმთან მიიყვანა სოფელში, დასავლეთ ჯავაში. იქაურმა ექიმებმა ვერ აღმოაჩინეს პათოლოგიური წონის გამომწვევი მიზეზი. მშობლებს სურთ, რომ  ბიჭუნა უკეთეს კლინიკაში მიიყვანონ,მაგრამ როგორც თავად ყვებიან, ღარიბი ფერმერები არიან და მკურნალობის თანხას ვერ აგროვებენ. პატარა არია პერმანა და მისი მშობლები სასწაულის მოლოდინში აგრძელებენ ცხოვრებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები